ტედროს გებრეისუსი ჯანმოს გენერალური დირექტორი მეორე ვადით გახდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მაისში ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით დაინიშნება. ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს სხვა კანდიდატურა არ წარუდგენიათ.
ტედროს გებრეისუსი კანდიდატად ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ წარადგინა, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, დანიამ და ესპანეთმა. სექტემბერში გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ ისინი ტედროსის მეორე ვადით არჩევას მხარს უჭერდნენ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეთიოპიელი ტედროსის კანდიდატურას, მხოლოდ სამი აფრიკული ქვეყანა - რუანდა, ბოთსვანა და კენია უჭერენ მხარს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობის კანდიდატი არ წარუდგენია ამერიკას.
ტედროსი წარსულში ეთიოპიის ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ის ეთიოპიის ჩრდილოეთიდან, ტიგრაის რეგიონიდან არის. ამჟამად ეთიოპიის ცენტრალური ხელისუფლების ჯარებსა და ტიგრაის რეგიონის ფორმირებებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.