გებრეისუსი მდიდარ ქვეყნებში ვაქცინის მესამე დოზით აცრას "სკანდალს" უწოდებს

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზით ადამიანების აცრას უწოდა "სკანდალი, რომელიც უნდა შეჩერდეს." განცხადება მან პარასკევს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გებრეისუსმა ის ქვეყნები გააკრიტიკა, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია და დამატებით, აცრის მესამე დოზით გაგრძელდა იმუნიზაციის პროცესი, მაშინ როცა ღარიბ ქვეყნებში ადამიანები ჯერ პირველი და მეორე დოზითაც არ აცრილან.

მისი თქმით, ღარიბი ქვეყნების პირველ და მეორე დოზაზე 6-ჯერ მეტი ბუსტერი დოზა კეთდება მდიდარ ქვეყნებში:

"არანაირი აზრი არ აქვს ჯანმრთელი სრულწლოვანი ადამიანებისთვის ბუსტერის გაკეთებას ან ბავშვების აცრას, როდესაც ჯანდაცვის მუშაკები, მოხუცები და სხვა რისკის ჯგუფის ადამიანები მსოფლიოში პირველ დოზას ელიან."

2021 წლის ბოლომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიზნად მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 40%-ის სრულად აცრას ისახავს.

 

  

 

 

მსგავსი სიახლეები