გებრეისუსი: კორონავირუსის პანდემია 2022 წელს დასრულდება
"2022 წელი კორონავირუსის დასასრულის წელი უნდა იყოს", - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ტედროსი აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ სამყარომ ვირუსი უკვე კარგად შესწავლა და მასთან ბრძოლის საშუალებებიც არსებობს.
გებრეისუსის თქმით, ორგანიზაციის პროგნოზით 2022 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს რისკის ჯგუფში მყოფი ყველა ადამიანისთვის საკმარისი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.
"სანამ მთელ მსოფლიოს არ ავცრით, პანდემიას ვერ დავასრულებთ." - დასძინა მან.
მსოფლიოში 3.77 მილიარდი ადამიანია სრულად აცრილი.