ტერაქტი იერუსალიმში: დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა - 22

იერსულამის შესასვლელში, ორ ავტობუსის გაჩერებასთან დილით აფეთქებები მოხდა, რასაც 1 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 22 კი დაშავდა.

ისრაელის პოლიციამ აფეთქებებს უკვე მიანიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია.

პირველი აფეთქება იერსულამში, გივათ შაულში, დილის 7 საათზე მოხდა და ავტობუსის გაჩერებასთან 18 ადამიანი დაშავდა. ექიმების თქმით, მათ შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი მძიმე.

ერთ-ერთი დაშავებული, 16 წლის არიე შცუპაკი, ორთოდოქსი სკოლის მოსწავლე, მოგვიანებით ზადეკის საავადმყოფოში გარდაცვალა

მეორე აფეთქება 7:30-ზე მოხდა რამოთის გზაჯვარედინზე, რის შედეგადაც 5 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

პოლიცია აცხადებს, რომ ასაფეთებელი ნივთიერება ავტობუსის გაჩერებასთან დატოვებულ ჩანთაში იყო და დისტანციურად ამოქმედდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა ჰამასი მომხდარს მიესალმა.

"ეს ქმედება არის გზავნილი ოკუპაციისთვის, რომ ჩვენი ხალხი მტკიცედ დადგება თავის მიწაზე და გააგრძელებს წინააღმდეგობის გზას", - თქვა ჰამასის წარმომადგენელმა მუჰამედ ჰამადამ. "მომავალი დღეები მტრისთვის ინტენსიური და უფრო რთული იქნება, დადგა დრო, რომ შეიქმნას ქსელი, რომელიც მთელ პალესტინაში გავრცელდება და მზად იქნება დაპირისპირებისთვის".

 

მსგავსი სიახლეები