თეთრ სახლს ჯერ არ გადაუწყვეტია გადასცემს თუ არა Patriot-ებს უკრაინას
.png)
თეთრ სახლს ჯერ არ გადაუწყვეტია გადასცემს თუ არა Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებს უკრაინას. ეს განცხადება 14 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
BBC-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გადაწყვეტილებას ამ კვირაში გამოაცხადებს.
ანონიმური ოფიციალური პირების თქმით, თუ უკრაინა ამ სისტემას მიიღებს, ის უახლოეს დღეებში გაიგზავნება და უკრაინელი ჯარისკაცები წვრთნებს მათ გამოყენებაში გრაფენვჰორში (გერმანია), აშშ-ის არმიის ბაზაზე გაივლიან.
თავდაცვის კვლევითი ცენტრი Rusi-ს უფროსმა ანალიტიკოსმა BBC-ს განუცხადა, უკრაინას Patriot-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემა შესაძლოა დააჩქაროს დასავლეთის შიშმა, რომ ირანი რუსეთს უფრო შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა პარტნიორებთან დიდი ხანია განიხილავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას.