The Ecomonist: რუსეთში საბჭოთა სამხედრო ტექნიკის მარაგი იწურება

რუსეთის არმიას სწრაფად ეწურება საბჭოთა წარმოების სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, ხოლო დასავლური სანქციების გათვალისწინებით ახალი შეიარაღების წარმოების მასშტაბური ზრდა ან ძველის რემონტის შესაძლებლობები შეზღუდულია. 

ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით The Economist ავრცელებს. 

დასავლური დაზვერვების ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის პირველი 2 წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 3 ათასამდე ტანკი და 5 ათასამდე სხვა ჯავშანტექნიკა დაკარგა. 

ავტორები წერენ, რომ ამ დრომდე რუსეთმა დანაკარგებს ძირითადად საბჭოთა წარმოების დასაწყობებული ტექნიკის ხარჯზე ანაცვლებდა - ომის პირველ წელს არმიისთვის გადაცემული ტანკების 85% მკლევრების ცნობით, სხვადასხვა მოდიფიკაციის საბჭოთა ტანკები იყო (Т-72, Т-62 и Т-550. 

რუსეთის არმიის განკარგულებაში ყველაზე ახალი და ტექნოლოგიურად დახვეწილი ტანკი Т-90-ია. გასული 2.5 წლის განმავლობაში რუსეთის არმიამ ამ ტიპის სულ 175 ტანკი მიიღო, თუმცა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტის, მაიკლ გიერსტადის თქმით, ამ ტანკების უმრავლესობა სინამდვილეში ძველი Т-90A-ს მოდერნიზებული ვერსიებია. 

მკლევრების ცნობით, რუსეთს ყოველწლიურად ახალი Т-90-ის ტიპის მხოლოდ 30 ტანკის წარმოება შეუძლია. ამ კუთხით რუსეთის მთავარი სირთულე დასავლური სანქციებია, რადგანაც ამ ტიპის სამხედრო ტექნიკის საჭირო მაკომპლექტებლების დიდი ნაწილს ევროპის ქვეყნებისგან ყიდულობდნენ. 

გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, რუსეთისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ საბჭოთა სამხედრო ტექნიკა ამ წლების განმავლობაში არასწორად ინახებოდა, რის გამოც მათი რემონტი კიდევ უფრო გართულებულია. 

მასალის ავტორების ცნობით, ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული საარტილერიო ჭურვების წყალობით რუსეთს ჯერჯერობით არ აქვს საბრძოლო მასალის დეფიციტი და კვლავ ინარჩუნებს საცეცხლე უპირატესობას, თუმცა სულ უფრო მზარდ პრობლემას ქმნის საარტილერიო დანადგარების სწრაფი ცვეთა. წყაროების ცნობით, საარტილერიო დანადგარების ვარგისიანობის ვადა ფრონტის ხაზზე როგორც წესი რამდენიმე თვეს შეადგენს. 

The Economist-ის ცნობით, ჯერჯერობით რუსეთს ჰყოფნის ცოცხალი ძალაც - მათი მონაცემებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თვეში დაახლოებით 25 ათასს მებრძოლს არეკრუტებს. 

"თუ წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება, შესაძლებელია ვივაურადოთ, რომ რუსეთს მოუწევს თავდაცვით პოზიციაზე გადასვლა, ასევე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პუტინის ინტერესი ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მიმართ გაიზრდება"- ნათქვამია მასალაში. 

 

 

მსგავსი სიახლეები