National Interest: უკრაინის შემდეგ, რუსეთი ყურადღებას საქართველოზე გადაიტანს
ვლადიმირ პუტინის მესამე შეჭრა უკრაინაში არ იქნება ყირიმში ან დონბასში, ეს იქნება სრულმასშტაბიანი, მასიური, სასტიკი და გადამწყვეტი შეტევა. ასეთ პროგნოზს აკეთებს ჯეფ ჰარტმანი გავლენიან ამერიკულ გამოცემა The National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
"ეს [შეჭრა] იქნება საშინელი და ის სამუდამოდ შეცვლის ევროპას. იქნება მილიონობით ლტოლვილი, ენერგეტიკული ბაზრების შეფერხებები და ეკონომიკური კრიზისები ევროპასა და შეერთებულ შტატებში", - აფრთხილებს ჯეფ ჰარტმანი სტატიაში.
მისი თქმით, ამ ომის შემდეგ რუსეთი თავის მუდმივ სამხედრო წარმომადგენლობას ბელორუსიაში გაიმყარებს და შემდეგ ის ყურადღებას საქართველოზე გადაიტანს.
"ფინეთი და შვედეთი ალბათ ნატოში გაწევრიანებაზე დაფიქრდებიან. დაიწყება საქართველოს წევრობის განაცხადის სერიოზული განხილვა. სწრაფი რეაგირების ძალები შეიძლება გაფართოვდეს და გაიზარდოს. დაიწყება რუსეთზე ზეწოლა კალინინგრადიდან ბალისტიკური რაკეტების გაყვანის მოთხოვნით." - წერს ავტორი.
National Interest-ის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მესამე შეჭრა მისი დიდების მომენტი იქნება. რუსებს და პუტინს ნათლად უნდა აეხსნათ, რომ საფრთხე რუსეთისთვის ისეთივე დიდია, როგორც მათი გეგმები.