The Telegraph: 2023 წელს ჯონსონი შესაძლოა ნატოს გენერალური მდივანი გახდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ივლისის დასაწყისში განაცხადა, შესაძლოა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე იყაროს კენჭი. ამის შესახებ 26 ივლისს ბრიტანული გაზეთი The Telegraph იუწყება.

ალიანსის ამჟამინდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობას 2023 წლის სექტემბერში დატოვებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კონსერვატორული პარტიის ლიდერები მხარს უჭერენ ჯონსონის კანდიდატურას ამ თანამდებობაზე.

The Telegraph-ის ცნობით, ჯონსონი დიდი ხანია განიხილება ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე, რადგან აშშ ევროკავშირის ლიდერებს არ ენდობა.

იმისათვის, რომ ჯონსონი ნატოს გენერალური მდივანი გახდეს, მის კანდიდატურას ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.

ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ მის კანდიდატურას შესაძლოა ვეტო საფრანგეთმა დაადოს.

მსგავსი სიახლეები