TOI: ისრაელმა ღაზის წყალმომარაგების მეორე არხი გახსნა

ისრაელმა ღაზის სექტორის წყალმომარაგების მეორე არხის მუშაობა განაახლა - ამ დროისთვის ანკლავს ყოველდღიურად დაახლოებით 28 მილიონი ტონა ლიტრი წყალი მიეწოდა, ეს იმ მოცულობის ნახევარია, რასაც ისრაელი ღაზას ომის დაწყებამდე აწვდიდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Times Of Israel ავრცელებს

ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორს სრული ბლოკადა დაუწესა, მათ შორის შეწყდა წყლის მიწოდებაც - გასულ კვირას პარტნიორების წნეხის შედეგად ისრაელმა ღაზას წყლის მიწოდება ერთი არხით აღუდგინა. 

ანკლავის ტერიტორიაზე ისრაელის მთავრობის კოორდინატორის თქმით, მეორე არხის მუშაობა გუშინ, 28 ოქტომბერს აღდგა. 

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ღაზას საკმარისი რაოდენობის წყალი და საკვებია. ისრაელის მთავრობაში ამბობენ, რომ ჰამასი ანაწილებს საწვავს გენერატორებისთვის საავადმყოფოებში, მათ შორის იმ მიზნით, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა არ შეაჩარონ მუშაობა, რადგანაც მათ ქვეშ ჰამასის მართვის პუნქტებია განთავსებული. 

კონტექსტი

ამასის თავდასხმის შემდეგ, რასაც ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხერპლა, ნეთანიაჰუს მთავრობამ ღაზას სრული ბლოკადა დაუწესა - შეწყდა წყლის, ელექტროენერგიისა და საკვების მიწოდება, ისრაელი ბლოკავდა ჰუმანიტარულ ტვირთებს ეგვიპტიდანაც, ხოლო რაფას გადასასვლელი რამდენიმეჯერ დაიბომბა. 

ამ დროისთვის ღაზა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა გადატვირთულია საავადმყოფოები, საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი მილიონზე მეტი ადამიანი. 

ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის დაბომბვების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 8 ათასს გადააჭარბა.

ეგვიპტის მხრიდან ჰუმანიტარული ტვირთის გატარებას ისრაელის პრემიერმინისტრი ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ დათანხმდა. 

მსგავსი სიახლეები