ტრამპი: ჩვენმა ავიაციამ დარტყმა მიიტანა ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე

შეერთებული შტატების ავიაციამ ირანის 3 ბირთვული ობიექტი დაბომბა, მათ შორის ყველაზე ცნობილი და კარგად გამაგრებული ფორდოს კომპლექსი. 

State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა თვითმფრინავებმა უკვე დატოვეს ირანის საჰაერო სივრცე. 

  • "ეს-ესაა ძალიან წარმატებით დავასრულეთ შეტევა ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე: ფორდოში, ესფაჰანსა და ნათანცში. ფორდოს კომპლექსის ძირითად ობიექტი ავიაბომბების მთელი კომპლექტით დაიბომბა"- წერს ტრამპი. 

  • ამერიკელმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს და განაცხადა, რომ მსოფლიოს არცერთ არმიას არ შეუძლია ამგვარი მისიის შესრულება.

  • "ახლა მშვიდობის დროა"- წერს ტრამპი. 

Big Picture: 13 ივნისს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციაში შეერთებული შტატების შესაძლოა ჩართვის შესახებ ადმინისტრაციიდან წამოსული არაერთგვაროვანი და ხშირად არათანმიმდევრული გზავნილების ფონზე Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, 19 ივნისს წერდა, რომ ამერიკული ავიაცია მიმდინარე ოპერაციაში უკვე უქმეებზე ჩაერთვებოდა. 

  • ისრაელის სამხედრო ოპერაციაში შტატების ჩართულობის შესაძლებლობამ განხეთქილება გამოიწვია დონალდ ტრამპის ეკლექტურ პოლიტიკურ და ელექტორალურ კოალიციაში. 

  • მსგავსი შესაძლებლობა საჯაროდ გააკრიტიკა MAGA-ს რამდენიმე ცნობილმა სახემ, მათ შორის ტაკერ კარლსონმა და ჩარლი კირკმა - ამერიკული მედიის ცნობით, ამგვარი განვითარების წინააღმდეგ გამოდიოდა ვიცე-პრეზიდენტი ვენსიც. 
  • 21 ივნისს დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები ამერიკული ბაზებიდან B2 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების აფრენის შესახებ, რომლებიც ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართებოდნენ. 

Сontext: სრაელის სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა საერთაშორისო ატომური სააგენტოს  განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი არღვევდა ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ შეზღუდვებს - მალევე ირანმა ახალი ბირთვული ობიექტის აშენების გეგმის შესახებ გამოაცხადეს. 

  • ბიბი ნეთანიაჰუს თქმით, გასულ კვირებში ირანმა მკვეთრად დააჩქარა ბირთვული პროგრამა და პრაქტიკულად მიუახლოვდა ბირთვული იარაღის შექმნას - მისი თქმით, ირანს 10-მდე ბირთვული ბომბის შესაქმნელად საკმარისი მარაგი აქვს. 

  • საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვნალის, მარიანო გროსის თქმით, მის უწყებას არ უნახავს "სტრუქტურული ძალისხმევა" ატომური შეიარაღების შესაქმნელად, მაგრამ ირანი მსოფლიოში "ყველაზე სწრაფი ტემპით ამდიდრებს ურანს"

Go Deeper: Axios: რეჟიმის ცვლილება ისრაელის ოპერაციის არაოფიციალურ მიზნად ტრანსფორმირდა

მსგავსი სიახლეები