ტრამპი: მზად ვარ დროებით კონგრესის სპიკერის პოსტი დავიკავო

დონალდ ტრამპის თქმით, "შექმნილი კრიზისის განსამუხტად" მზად არის დროებით დაიკავოს კონგრესის სპიკერის ვაკანტური პოსტი. 

ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზინდემა Fox News-თან საუბარში განაცხადა. 

ტრამპის თქმით, მეგობრებმა კონგრესში მათ გაერთიანებაში დახმარება სთხოვეს, რადგანაც თითოეულ კანდიდატს ძალიან გაუჭირდება ხმების საჭირო რაოდენობის მოპოვება. 

"მათ მკითხეს ავიღებდი თუ არა ამ ტვირთს ჩემს თავზე იმ პერიოდით, სანამ ისინი გადაწყვეტილებამდე მივლენ. მე ამას გავაკეთებ არა იმიტომ რომ მინდა, არამედ იმ შემთხვევაში თუ ეს აუცილებელი იქნება", განაცხადა ტრამპმა. 

კონტექსტი 

კევინ მაკკარტის გადაყენების შემდეგ, სპიკერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე კონგრესმენმა წამოაყენა, მათ შორისა ჯიმ ჯორდანი, უმრავლესობის ლიდერი, სტივ სკალისი და ჯონ ჰერნი. 

მაკარტის გადაყენების ინიციატორები ტრამპისტული ბანაკის კონგრესმენები გახდნენ, რომლებიც ყოფილ სპიკერს დემოკრატებთან "თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ."

უფრო მეტი თემაზე წაიკითხეთ ბმულზე 

მსგავსი სიახლეები