ქაოსი კონგრესში - ემუქრება თუ არა საფრთხე უკრაინის დახმარებას

"უკრაინის დახმარების საკითხი შესაძლოა კონგრესში განვითარებული ქაოსისა და კევინ მაკკარტის გადაყენების პროცესის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდეს"- წერს გამოცემა Axios ბოლო დღეებში ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზე. 

4 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად გადააყენეს წარმომადგენელთა კონგრესის პალატის სპიკერი. რეკოდრულად მცირე აღმოჩნდა კევვინ მაკკარტის სპიკერობაც, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში მხოლოდ 15-ე ცდით აირჩიეს. 

საჯაროდ მაკკარტიმ არაერთხელ დააყენა უკრაინის დახმარება მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ძირითადად რადიკალურად განწყობილი თანაპარტიელების წნეხის შედეგი იყო. 

წყაროების ცნობით, კერძო საუბრებში მაკკარტი უფრო მეტად იზიარდება პოლიტიკური ესტებლიშმენტის პოზიციებს, უკრაინის დახმარების აუცილობელობასთან დაკავშირებით. წყაროს ცნობით, სექტემბერში შეხვედრის დროს მაკკარტიმ ზელენსკის განუცხადა, რომ იგი მხარს უჭერდა უკრაინას.  

იმავე სექტემბერში მაკკარტიმ უარი უთხრა ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ვოლოდიმირ ზელენსკის სენატისა და კონგრესის ერთობლივი სხდომის ჩატარებაზე. ფინანსური წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად გახშირდა რადიკალურად განწყობილი რესპუბლიკელების მუქარები, ე.წ. შათდაუნის შესახებ - პროცესი, რომლის დროსაც ახალი ბიუჯეტის არარსებობის პირობებში ფედერალური მთავრობა მუშაობას აჩერებს. 

სწორედ შესაძლო შათდაუნის თემა გახდა მაკკარტის გადაყენების საბაბიც. ფედერალური მთავრობის 'დახურვამდე' 48 საათით ადრე, მაკკარტიმ მხარი დაუჭირა კომპრომისულ 45-დღიან ბიუჯეტს, რომელიც არ ითვალისწინებდა უკრაინის დახმარების თანხებს.

სპიკერის კომპრომისულმა პოზიციამ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენების უკამაფილება გამოიწვია, ისინი მაკკარტის დემოკრატებთან თანამშრომლობაში "ადანაშაულებდნენ."

მაკკარტის გადაყენების პროცედურის ინიციატორი ფლორიდელი კონგრესმენი მეტ გეტსი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში არ შედიოდა უკრაინის დახმარების თანხა გეტსი მაკარტის ბაიდენის ადმინისტრაციასთან " უკრაინის საკითხზე საიდუმლო შეთანხმებაში" ადანაშაულებდა. 

გადაყენების შემდეგ გამართულ საკმაოდ გულწრფელ პრესკონფერენციაზე მაკკარტიმ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხი მისთვის პერსონალურადაც მნიშვნელოვანია - ყოფილმა სპიკერმა გაიხსენა ვიზიტი უკრაინაში 2015 წელს, როდესაც რუსეთის არმია პირველად შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში. 

"მე გულწრფელად მადარდებს თუ რა შეიძლება მოხდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრი რამ რასაც დღეს პუტინი აკეთბს ჰიტლერს ჰგავს",- თქვა მაკკარტიმ. 

გასულ კვირას პენტაგონის მიერ კონგრესის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ უკრაინის დახმარების უკვე მიღებულ ბიუჯეტში 1.6 მილიარდი დოლარი იყო დარჩენილი. აღნიშნული თანხა მიმდინარე ტემპებით დაახლოებით 2 თვისთვის იქნება საკმარისი. 

4 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის საკითხზე ვრცელი სიტყვა დააანონსა. ამერიკული წყაროების ცნობით, კრემლის მთავარი მიზანი დასავლეთში უკრაინის მხარდაჭერის შემცირებაა და ამისთვის რუსეთი უკვე გეგმავს ჩარევას დასავლეთის ქვეყნებში 2024 წელს გასამართ არჩევნებში. 

რა ხდება ახლა?

სპიკერის პოსტზე ერთ-ერთმა ფავორიტმა, ოჰაიოს კონგრესმენმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის განხილვას - "უკრაინა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამერიკელების გონებაში",- განაცხადა ჯორდანმა. 

მოგვიანებით კონგრესმენის პრესსპიკერმა განმარტება გაავრცელა - მისი თქმით, ჯორდანს სურს იცოდეს რა არის აშშ-ს მხარდაჭერის საბოლოო მიზანი და როგორ იხარჯება თანხა. 

მსგავსი პოზიცია დაიკავა კიდევ სპიკერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, კევინ ჰერნმა - ოკლაჰომას კონგრესმენმა. 

რბოლის კიდევ ერთი მონაწილე, ასევე ფავორიტად მიჩნეული, უმრავლესობის ლიდერი, სტივ სკალისია - ლუზიანელმა კონგრესმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა დროებითი ბიუჯეტის იმ ვერსიას, რომელიც უკრაინის 300 მილიონი დოლარის დახმარებას მოიცავდა. 

კომენტატორების ცნობით, ნებისმიერი კონგრესმენისთვის, რომელიც პრიორიტეტად დაასახელებს უკრაინას საჭირო 218 ხმის მოპოვება ძალიან რთული იქნება. 

რადიკალური ტრამპისტული ბანაკის წევრად მიჩნეული ჯორჯიელი კონგრესმენი, მარჯორი ტეილორ გრინი იმუქრება, რომ დაბლოკავს ნებისმირ კანდიდატს, რომელიც უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას უჭერს მხარს. 

Сhicago Council-ის მიერ ამერიკაში ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას ამერიკელთა 63% ემხრობა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებში მათი რიცხვი 68-დან 50%-მდე არის შემცირებული. 

საყურადღებოა, რომ წარმომადგენელთა ორივე პალატაში უკრაინის მხარდამჭერთა მყარი უმრავლესობა არსებობს, თუმცა მინიმალური უმრავლესობის პირობებში რადიკალურად განწყობილი რესპუბლიკელების მცირე ჯგუფის მნიშვნელობა და გავლენა არაპროპროციულად დიდია. 

ზოგიერთი რესპუბლიკელი დემოკრატებთან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით "დიდ შეთანხმების" შესაძლებლობაზე საუბრობს, რომელიც უფრო ფართო უსაფრთხოების ზომებთან იქნება დაკავშირებული. 

საქმე ის არის, რომ სანამ პალატა პარალიზებული ვერანაირი პროცესი ვერ დაიძვრება. ამ ფონზე აშშ-ს პრეზიდენტი და მისი გუნდი ცდილობენ დაარწმუნონ დასავლელი პარტნიორები, რომ უკრაინის დახმარება არ შეწყდება. 

 

მსგავსი სიახლეები