ტრამპი უარს ამბობს Twitter-ზე დაბრუნებაზე, რადგან იქ "ბევრი ყალბი ანგარიშია"

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ზე არ დაბრუნდება. ეს განცხადება მან 20 ნოემბერს, ლას-ვეგასში, რესპუბლიკური ებრაული კოალიციის კონფერენციაზე გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ის არ დაბრუნდება Twitter-ზე, რადგან ამის "მიზეზს ვერ ხედავს".

"Twitter-ზე უამრავი პრობლემაა, თქვენ თავად ხედავთ, რა ხდება იქ: აქტივობა იკლებს. ბევრი ყალბი ანგარიშია. TruthSocial (სოციალური ქსელი, რომელიც Trump-ის კომპანიამ შექმნა. - რედ) გახდა პლატფორმა მრავალი ადამიანისთვის. მე ვერ ვხედავ მათ დაბრუნებას [ტვიტერზე]", - თქვა ტრამპმა.

მან დასძინა, რომ TruthSocial არის ძალიან "ჭკვიანი და ძლიერი" სოციალური ქსელი.

ამერიკელმა მილიარდერმა, Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა ტრამპის ანგარიში გუშინ განბლოკა.

18 ნოემბერს მასკმა Twitter-ზე გამოკითხვა ჩაატარა, უნდა აღედგინათ თუ არა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ანგარიში. გამოკითხვაში, რომელშიც 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, მონაწილეთა 51.8%-მა მხარი ტრამპის განბლოკვას დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები