ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა ახალი "ბირთვული შეთანხმების" მისაღწევად - Axios

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერისთვის, ალი ხამენეისთვის გაგზავნილ წერილში, ირანს ბირთვული შესაძლებლობების შესახებ ახალი შეთანხმების ორი თვის განმავლობაში გაფორმებას სთხოვს.
Axios-ის წყაროების თანახმად, ტრამპის წერილი ხამენეისადმი იყო "მკაცრი" და შეიცავდა არა მხოლოდ ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წინადადებას, არამედ იმ შედეგებს, რაც თეირანის მიერ მასზე უარს მოჰყვება.
გამოცემის ორმა წყარომ აღნიშნა, რომ ტრამპმა დაასახელა შეთანხმების გაფორმების ორთვიანი ვადა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ მისი ათვლა წერილის მიღების შემდეგ დაიწყება თუ - მოლაპარაკებების.
ასევე, Axios-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე მოკავშირეს გააცნო წერილის შინაარსი, კერძოდ ისრაელს, საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებული საამიროებს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი საჯაროდ უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის სურვილს, 60%-ით გამდიდრებული ურანის შემცველობით მისი მარაგი, 90%-მდე გამდიდრდების შემთხვევაში, ექვსი ბირთვული ბომბისთვის იქნება საკმარისი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კვირის დასაწყისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტრამპის წერილი ჯერ კიდევ განიხილება და პასუხი მზადდება.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაახლა ირანზე "მაქსიმალური ზეწოლის" კამპანია, რათა ხელი შეუშალოს მას ბირთვული იარაღის შექმნაში.