წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების პროექტს მხარს არ დაუჭერს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ის კენჭისყრაზე არ გაიტანს სენატში წარდგენილ 118 მილიარდი დოლარის სასაზღვრო უსაფრთხოების კანონპროექტს, რომელიც ასევე მოიცავს დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის.

ჯონსონმა X-ზე დაწერა: "ეს კანონპროექტი იმაზე უარესია, ვიდრე ჩვენ ველოდით და არც კი გვაახლოვებს პრეზიდენტის მიერ შექმნილი სასაზღვრო კატასტროფის დასრულებასთან."

მან აღნიშნა, რომ თუ ეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამდე მიაღწევს, ის "მისვლისთანავე მოკვდება."

4 თებერვალს აშშ-ის სენატი შეთანხმდა 118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების ორპარტიულ კანონპროექტზე, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას.

შეთანხმებაში ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებაა ხელისუფლების ვალდებულება ჩაკეტოს საზღვარი, თუ აშშ-ში კვირაში 5000-ზე მეტი მიგრანტი შევა. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ მიგრანტებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში არალეგალურად ჩადიან, აღარ ექნებათ უფლება მოითხოვონ თავშესაფარი და მათი დეპორტაცია მოხდეს.

კონტექსტი

არალეგალური მიგრაცია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი საკითხია.

მიგრანტების შემოდინების გამო მზარდი საზოგადოებრიცი პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა იანვარში პირობა დადო, რომ "ახლავე ჩაკეტავს საზღვარს" და სწრაფად გამოასწორებს ვითარებას, თუ კონგრესი კანონპროექტს დაამტკიცებს.

მას შემდეგ, რაც ბაიდენი პრეზიდენტი გახდა, 6.3 მილიონზე მეტი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც უკანონოდ შევიდნენ შეერთებულ შტატებში.

მათგან დაახლოებით 2.4 მილიონს შეუშვეს შეერთებულ შტატებში, სადაც უმრავლესობა საიმიგრაციო სასამართლოს ელოდება, რომლებშიც მათ შეეძლებათ თავშესაფრის მოთხოვნის მოთხოვნა. სისტემა იმდენად გადატვირთულია, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს.

იანვარში CBS-ის მიერ ჩატარებული კვლევით, ამერიკელთა თითქმის ნახევარი საზღვარზე არსებულ ვითარებას კრიზისად მიიჩნევს, 63% ამბობს, რომ ადმინისტრაციამ "მკაცრი" პოლიტიკა უნდა გაატაროს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ისრაელისთვის სამხედრო დახმარების საკითხი ქვედა პალატაში ცალკე განიხილება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ისრაელის მხარდაჭერის კანონპროექტს, უკრაინის დახმარების დამტკიცების გარეშე.

მსგავსი სიახლეები