ტუნისის სანაპიროსთან ოთხი მიგრანტი დაიხრჩო

 

ტუნისის სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ტუნისის არმიის სპიკერის განცხადებით, მათ 21 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

ჩრდილოეთ აფრიკული სახელმწიფო აფრიკიდან ევროპისკენ მიმავალი მიგრანტებისთვის მთავარი სატრანზიტო პუნქტია.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის ინფორმაციით, შარშან ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 2500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი სიახლეები