ტუნისთან ნავების ჩაძირვის შედეგად მინიმუმ 29 მიგრანტი დაიღუპა
ტუნისის სანაპიროებთან ორი ნავის ჩაძირვის შედეგად მინიმუმ 29 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
სუბსაჰარიდან წამოსული მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და იტალიაში ჩასვლას ცდილობდნენ.
ეს არის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტუნისის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის სერიის გაგრძელება. ჩაიძირა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში ხუთი ნავი ჩაიძირა.
მიგრანტები იტალიურ კუნძულ ლამპედუზამდე მიღწევას ცდილობენ, რომელიც სიცილიის სამხრეთით, ტუნისთან ახლოს მდებარეობს. ოფიციალური პირების თქმით, კუნძულზე ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 2500 მიგრანტი ჩავიდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ ევროპ ლტოლვილთა უზარმაზარი ტალღების შედეგად მომავალ რისკებზე გააფრთხილა.
ტუნისი ევროპაში გადასვლის მსურველი მიგრანტების კერა გახდა. გაეროს მონაცემებით, 2023 წელს იტალიაში ჩასული მიგრანტებიდან, სულ მცირე, 12 000 ტუინისიდან იყო. გასული წლის იმავე პერიოდში მათი რაოდენობა 1300 იყო.
ტუნისის სანაპირო დაცვა ამბობს, რომ ისინი იღებენ ზომებს მიგრანტების გადასასვლელების შესაჩერებლად, რადგან ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ევროპისკენ მიმავალი 80 გემი შეაჩერეს. ამავე სამასხურის ცნობით, მათ 3000-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს.