ტუნისის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა, რომელსაც 100 მიგრანტი გადაჰყავდა
ტუნისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ სფაქსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, 76 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სულ ნავზე დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა.
გაეროს მიგრაციის სააგენტომ ტვიტერზე განაცხადა, რომ ამ დრომდე ერთი ცხედარია აღმოჩენილი, ხოლო 30 ადამიანი ტუნისის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა.
ტუნისური გამოცემა Kapitalis-ის ცნობით, გადატვირთული ნავი ზუვარას ლიბიის სანაპიროებიდან, ტუნის-ლიბიის საზღვართან ახლოს მიცურავდა.
რამდენიმე დღის წინ სფაქსის პროვინციის სანაპიროსთან კიდევ ორი ნავი ჩაიძირა.
სახელმწიფო რადიოსადგურ Shems FM-ის ცნობით, ერთ-ერთი ინციდენტის შედეგად რვა ტუნისელი დაიკარგა ცენტრალური სანაპირო ქალაქ მონასტირიდან. ხოლო მეორე ინცინდეტისას სულ მცირე ოთხი სხვა მიგრანტი დაიღუპა და 10 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ტუნისი ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პუნქტია იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპაში გადასვლას ცდილობენ.
მათი უმეტესობა სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებიდან მოდის.