თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან "ხორბლის კორიდორის" შექმნას განიხილავს

ანკარა უკრაინულ პორტებში ბლოკირებული ხორბლის მარაგის საზღვაო კორიდორის შექმნის საკითხს რუსეთთან და თურქეთთან განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

"უკრაინული ხორბლის ექპორტის საკითხზე თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც უკრაინასთან ასევე თურქეთთან", - ამბობს გამოცემასთან საუბარში თურქი მაღალჩინოსანი. 

უკრაინულ პორტებში ამ დროისთვის 20 მილიონ ტონა ხორბალია გაჭედილი. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრე რუდენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დასავლური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ რუსეთი მზად არის განიხილოს სავაჭრო გემებისთვის კორიდორის შექმნის იდეა. 

მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხეს როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთშიც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა დასავლეთს, არ დაყვნენ რუსეთის შანტაჟს. 

უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია, ომის დაწყებამდე უკრაინული ხორბლის ექსპორტის 99%-ის ექსპორტი სწორედ ზღვით ხდებოდა. 

მსგავსი სიახლეები