თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში ტონი ბლინკენს შეხვდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუტ ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა hürriyet daily news ავრცელებს.

სავარაუდოდ შეხვედრის მთავარი თემა, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესია და ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია იქნება. 

ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ ამ ქვეყნებისგან ყველა ქურთული ორგანიზაციის დაგმობას და ამერიკული გამანადგურებლების F-35-ის პროგრამაში დაბრუნებას ითხოვს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს

კერძოდ თურქეთი მოითხოვს, რომ ნატოს წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა ცნონ თურქეთის აღშფოთება ქურთული შეიარაღებული ფორმირებების საკითხით სირიაში, ერაყსა და ასევე უშუალოდ თურქეთშიც. 

საქმე ის არის, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, თუმცა ვითარება განსხვავებულია პარტიის სირიული ფრთის შემთხვევაში. ქურდისტანის მუშათა პარტიის სირიული ფრთა სირიის სამოქალაქო ომის წლებში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ქურთული დანაყოფები დასავლეთის მთავარი მოკავშირეები იყვნენ. ბევრი დასავლური სახელმწიფო მათ შეიარაღებას აწვდიდა. 

სწორედ ამიტომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთისგან მოითხოვს საჯაროდ დაგმონ არამხოლოდ ქურდისტანის მუშათა პარტია, არამედ სხვა ქურთული ორგანიზაციებიც. 

თურქეთი ნორდიკული სახელმწიფოების მოითხოვს გააუქმონ თურქეთისთვის შეიარღების მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა თურქეთის 2019 წელს სირიაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის გამო დაუწესეს. 

თურქეთს და ნორდიკულ ქვეყნებს შორის შეიარაღებით ვაჭრობის მოცულობა უმნიშვნელოა, თუმცა თურქეთს ჭირდება ამ შეზღუდვების მოხსნა, რათა შემდგომში იგივი მოითხოვოს აშშ-სგანაც. 

რაც მთავარია - ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ თურქეთი ითხოვს აშშ-მ კვლავ დააუბრუნოს F-35-ის ტიპის გამანადგურებლების პროგრამაში დაბრუნებას. 

თურქეთთან ახალი სამხედრო შეთანხმების შესახებ წინა კვირაში საუბრები დაიწყო ვაშინგტონშიც. უფრო მეტი ამ საკითხზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

მსგავსი სიახლეები