თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი სტამბოლის აფეთქებას ტერაქტს უწოდებს
სტამბოლის ცენტრში, საცალფეხო ტურისტულ ქუჩა ისტიკლალზე აფეთქება მოხდა.
შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სტამბოლის პროვინციის გუბერნატორმა ალი იერლიკაიამ 13 ნოემბერს Twitter-ზე დაწერა.
გარდა ამისა, დაშავდა 81 ადამიანი, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია. აფეთქების ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ, სტამბოლში მომხდარ აფეთქებას "ტერორისტული აქტი" უწოდა.
"ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ვსაუბრობთ ტერორისტულ თავდასხმაზე", - განაცხადა მან, იმავე საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამჟამად ვარაუდობენ, რომ ტერაქტი თვითმკვლელმა ქალმა მოაწყო.
ტერაქტის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სახელმწიფო სატელევიზიო არხი TRT იუწყება, რომ აფეთქების ადგილზე, მაშველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. სტამბოლის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
იმავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მომხდარს "მოღალატე თავდასხმა" უწოდა. მისი თქმით, შესაბამისი ორგანოები მუშაობენ აფეთქების უკან მდგომი ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის.