თურქეთმა ნატოს გენერალურ მდივნად რუტეს დანიშვნის პირობები დაასახელა - Bloomberg
თურქეთს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისგან, მარკ რუტესგან მიუკერძოებლობის გარანტიები სურს, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ითვლება.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
ანკარას სურს დარწმუნდეს, რომ რუტე ან ნატოს სხვა მომავალი გენერალური მდივანი არ იქნება მიკერძოებული ალიანსის ევროპელი წევრების მიმართ და არ ითამაშებს საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად, რომლებთანაც თურქეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს. თურქულ მხარეს ასევე სურს, რომ მომავალმა გენერალურმა მდივანმა მას საშუალება მისცეს შეუერთდეს ნატოს პარტნიორობის პროგრამებს ევროკავშირთან და გარანტია, რომ არ იქნება შეზღუდვები თურქეთში შეიარაღების ექსპორტზე.
Bloomberg-ის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ანკარა რუტეს ნატოს მომავალ გენერალურ მდივნად დადებითად უყურებს, მაგრამ მას ჯერ არ მიუღია თურქეთის მოთხოვნების სია.
ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება 2023 წლის ოქტომბერში იწურება და გადაწყვეტილება მის მემკვიდრეზე ნატოს ყველა წევრმა ერთხმად უნდა მიიღოს.
მედიის ცნობით, ამ თანამდებობაზე მთავარი ფავორიტი მარკ რუტეა. რუტეს გარდა, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ინტერესი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისიანის კარინსმა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა გამოხატეს.