თურქეთმა სირიისკენ მიმავალ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურა

რუსეთის საჰაერო ხომალდებს თურქეთის საჰაერო სივრცის სირიაში ფრენისთვის გამოყენების ნებართვას ვადა გაუვიდა, განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 23 აპრილს. ამის შესახებ Daily Sabah იტყობინება.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში რუსული თვითმფრინავების ფრენის ბოლო ნებართვა აპრილში ამოიწურა და ახლა ამ ფრენებზე აკრძალვა წესდება.

ნებართვები ყოველ სამ თვეში ერთხელ ახლდებოდა და ვრცელდებოდა როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო თვითმფრინავებზე.

თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკვე ეცნობა აკრძალვის შესახებ.

ჩავუშოღლუ თურქეთში რუსი ოლიგარქების ჩასვლის შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ანკარა არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და თუ რომელიმე კომპანიას სურს ბიზნესის კეთება, მან უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და თურქეთის კანონები.

Daily Sabah წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მხარს არ უჭერდა მოსკოვის იზოლაციას, მან დახურა მისი სრუტეები, რათა შავ ზღვაში არ შეეშვა რუსული გემები.

მსგავსი სიახლეები