თურქეთში მიწისძვრების შედეგად 2 379 ადამიანი დაიღუპა, 14 843 - დაშავდა
მინიმუმ 2 379 ადამიანი დაიღუპა და 14 843 დაშავდა 10 პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის გამო, რომელიც ორშაბათს სამხრეთ თურქეთში მოხდა, განაცხადა ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსაურის გენერალურმა მენეჯერმა ორჰან თათარმა განაცხადა, რომ ნანგრევებიდან სულ 7 840 ადამიანი გამოიყვანეს.
მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 25 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის თურქი ჯარისკაცები არიან ჩართული.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსაურმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს ცუნამის საფრთხე თურქეთის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე.
6 თებერვალს, თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარაში, სირიის საზღვართან, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დილის 4 საათზე მოხდა. ცოტა ხნის შემდეგ, 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა გაზიანთეპის პროვინციაში. ბიძგები შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში იგრძნობოდა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში, ადანაში, ნევშეჰირში, გაზიანთეპში, კაისერში, მერსინში და ჰატაიში.
Al Arabiya-ს ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა ერაყისა და ლიბანის ზოგიერთ რეგიონში.