უკრაინა: ბახმუტის მიმართულებით რუსებმა დიდი დანაკარგები განიცადეს
რუსეთის არმიის ნაწილებმა ბახმუტის მიმართულებზე მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადე და საბრძოლო უნარების აღდგენამდე საბრძოლო ზონიდან უკან დაიხიეს. ამის შესახებ 18 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე განაცხადა.
"ბახმუტის მიმართულებით, ჩვენი პოზიციების გარდა, მტერმა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ზოლოტეს, სპირნოეს, ბერესტოვოს, სოლედარის, კლინოვოეს, ტროიცკოეს დასახლებების რაიონებში. გორსკის, ბერესტოვოისა და კოდემას მახლობლად, უკრაინულმა ჯარებმა კიდევ ერთხელ მიაყენეს ზარალი მტერს. წარუმატებელი შეტევითი ოპერაციების შემდეგ, დამპყრობლებმა უკან დაიხიეს. უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის შედეგად, რუსეთის 1-ლი არმიის კორპუსის მე-11 ცალკეული მოტორიზებული პოლკის ნაწილებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად საბრძოლო ზონიდან გაიყვანეს." - ვკითხულობთ განცხადებაში.