უკრაინა: ბოლო 24 საათში 380-მდე რუსი ოკუპანტი განადგურდა
რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დროს უკრაინაში დაახლოებით 62 060 ოკუპანტი განადგურდა, მათ შორის 380 ბოლო 24 საათის განმავლობაშია ლიკვიდირებული.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 8 ოქტომბერს განაცხადა.
რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:
- ტანკები - 2472 (+6);
- ჯავშანტექნიკა - 5111 (+18);
- საარტილერიო სისტემები - 1459 (+4);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 345 (+1);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 180 (+3);
- თვითმფრინავები - 266;
- ვერტმფრენები - 234 (+1);
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1079 (+12);
- ფრთოსანი რაკეტები - 246;
- გემები / ნავები - 15;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 3875 (+13);
- სპეცტექნიკა - 136 (+1).
"მტერს ყველაზე დიდი დანაკარგი დონეცკის, ბახმუტისა და კრამატორსკის მიმართულებით ჰქონდა", - ნათქვამია განცხადებაში.