უკრაინამ ამერიკისგან 2 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან 2 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო. ამ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ეს არის 4.5 მილიარდი აშშ დოლარიანი გრანტის მეორე ტრანში, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოყო მსოფლიო ბანკის სატრასტო ფონდის მეშვეობით უკრაინაში მდგრადი მმართველობისთვის სახელმწიფო ხარჯების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.

ეს თანხა მოხმარდება სამოქალაქო თავდაცვის მუშაკთა პენსიისა და ხელფასების გაცემას, ასევე სამედიცინო გარანტიების პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას.

მთლიანობაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, უკრაინამ უკვე 12 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო შეერთებული შტატებისგან.

2022 წელს ყველა პარტნიორ ქვეყანას შორის აშშ პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებით უკრაინის ყველაზე დიდი დონორია.

მსგავსი სიახლეები