უკრაინაში ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი რეკორდულ 62%-მდე გაიზარდა
რუსეთის თავდასხმის საფრთხის ფონზე ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა.
გამოკითხვა სოციოლოგიურმა ჯგუფმა რეიტინგმა 16-17 თებერვალს ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 700 მოქალაქე გამოიკითხა.
გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს უკრაინელთა 62%, რაც გამოკითხვის წარმოების ისტორიაში [2014 წლიდან] ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კიდევ უფრო მეტია მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით - უკრაინელების 68% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, თავის მხრივ ესეც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.
ცოტა ხნის წინ უკრაინაში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა უკრაინის შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებითაც - გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 37% მზად არის, მტერს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიოს.