უკრაინელებმა დონეცკის ოლქში რუსული SU-25 ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა გადასატანი საზენიტო სარაკეტო სისტემ Igla-თი რუსული SU-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიგადის პრესსამსახური ავრცელებს.

თვითმფრინავი დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს.

"ჩვენ კვლავ ვანადგურებთ სხვადასხვა ბოროტ სულებს და არა მხოლოდ ჩვენს მიწაზე. ბევრი მავნებელია ცაში, მაგრამ უკვე ერთით ნაკლები. რაშისტების  SU-25-მა გადაწყვიტეს ეკითხათ: "ვინ არის აქ?" პასუხი მყისიერი იყო. პასუხი მყისიერი იყო, ხმამაღალი და კაშკაშა.  Igla კარგი ინსტრუმენტია ცის ყველა სახის ნაგვისგან გასაწმენდად", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 18 ივნისის მდგომარეობით, რუსი დამპყრობლების დანაკარგებმა მიაღწია დაახლოებით 33 350 ჯარისკაცს, 216 თვითმფრინავს, 180 შვეულმფრენს, 1465 ტანკს და 14 გემს.

მსგავსი სიახლეები