უკრაინელებმა ხერსონის ოლქის სოფელი შევჩენკოვკა გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონის სოფელი შევჩენკოვკა. ამის შესახებ 8 ოქტომბერს ფეისბუქზე ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების წყალობით, უკრაინის დროშა კვლავ ფრიალებს ამ დასახლების თავზე. აღარ არიან რუსი დამპყრობლები, რომლებიც ატერორებდნენ და კლავდნენ. ყველაზე უარესი ამ ნათელი ხალხისთვის დასრულდა", - წერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

"ახლა აქ ჩვენ ვართ. ვმუშაობთ ამ ადამიანების ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად. ჩვენ შემოგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ხალხი მიიღებს პენსიებს და სხვა ფულად დახმარებებს". - აცხადებს იანუშევიჩი.

მისი თქმით, რეგიონულმა ხელისუფლებამ დეოკუპირებული დასახლებების ზამთრისთვის მომზადება დაიწყო.

"ჩვენ ვმუშაობთ ხალხის შეშითა და ღუმელებით უზრუნველყოფაზე", - განაცხადა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები