უკრაინელი სამხედროები Bradley-ზე წვრთნას მომავალ კვირას დაიწყებენ - პენტაგონი

უკრაინელი სამხედროები გერმანიაში M2 Bradley-ს ჯავშანტექნიკის მართვას ისწავლიან. სწავლება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება. ამის შესახებ 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის სპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

ბრიფინგის ტექსტური ვერსია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

მან აღნიშნა, რომ არ დაასახელებს Bradley-ს უკრაინისთვის მიწოდების კონკრეტულ თარიღს.

"წვრთნები უმეტესწილად, როგორც მე მესმის, გერმანიაში მომავალ კვირას უნდა დაიწყოს. რაც შეეხება, კიდევ ერთხელ, კონკრეტულ თარიღებს... თქვენ ნახავთ Bradley-ს გასვლას ბრძოლის ველზე, როცა უკრაინაში ჩავა და ნება მივცეთ უკრაინამ განაცხადოს ამის შესახებ. ჩვენ ველით, რომ ამ წვრთნებს თვეები კი არა, კვირები დასჭირდება, მაგრამ კონკრეტულ რიცხვებზე - კვირებსა თუ თვეებზე საუბარს არ ვაპირებ." - განაცხადა რაიდერმა.

 

მსგავსი სიახლეები