უკრაინის კონტრშეტევა ჩრდილო-აღმოსავლეთში ჯერ არ დასრულებულა - ISW

უკრაინის არმიის შეტევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში არ დასრულებულა და შესაძლოა ლუგანსკის ოლქის ტერიტორიების განთავისუფლებით გაგრძელდეს. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მიერ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

"რუსულმა ძალებმა ვერ დაიკავეს მდინარეების ოსკოლისა და სევერსკი დონეცის ნაპირები და გამოიყენეს ისინი ბუნებრივ საზღვრებად, რათა თავიდან აიცილონ უკრაინული ძალების რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაუცველ რაიონებში შეღწევა", - აცხადებენ ექსპერტები.

ომის შესწავლის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ ლუგანსკის რეგიონის დასავლეთის რელიეფი შესაფერისია სწრაფი და მანევრირებადი საბრძოლო ოპერაციებისთვის, რაც უკრაინულმა ძალებმა ეფექტურად გამოიყენეს ხარკოვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში სექტემბრის დასაწყისში.

გარდა ამისა, ISW ხაზს უსვამს, რომ ღია წყაროებიდან არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსმა სამხედროებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს ლუგანსკის რეგიონის დასავლეთი.

"უკრაინის ჩრდილოეთში და სამხრეთში მიმდინარე კონტრშეტევები სავარაუდოდ აიძულებს კრემლს პრიორიტეტი მიანიჭოს ერთი ხაზის დაცვას მეორის ხარჯზე, რაც პოტენციურად გაზრდის უკრაინის წარმატების ალბათობას ორივე ხაზზე", - ნათქვამია ანალიზში.

მსგავსი სიახლეები