უკრაინის რადაში პრო-რუსული ფრაქცია "სიცოცხლისთვის" ლიკვიდირებულია
უმაღლეს რადაში არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა პრო-რუსული პოლიტიკური პარტიის ფრაქციამ "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის". ამის შესახებ ტელეგრამზე სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.
"უმაღლეს რადაში ფრაქცია 'ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის' ოფიციალურად ლიკვიდირებულია!" – წერს გონჩარენკო.
როგორც რადას სხდომის ჩანაწერიდან ირკვევა, პირველმა ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე კორნიენკომ ოფიციალურად განაცხადა ფრაქცია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" დაშლის შესახებ.
"უმაღლესი რადას რეგლამენტის 60-ე მუხლის მიხედვით, პოლიტიკური პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" საპარლამენტო ფრაქციის წევრების მინიმალურ რაოდენობაზე მეტად შემცირების გამო, უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას პირველ სესიაზე დარეგისტრირებულად ვაცხადებ პოლიტიკური პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" საპარლამენტო ფრაქციის დაშლის შესახებ", - განაცხადა კორნიენკომ.
პრო-რუსული პოლიტიკური პარტიის ლიდერი უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკია, რომელიც ამჟამად სამშობლოს ღალატის ბრალდებით არის დაკავებული.