უკრაინულმა არტილერიამ რუსების საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურა
14 ოქტომბერს უკრაინის არმიის საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო ძალებმა რუს ოკუპანტებზე 27 დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.
"მიმდინარე 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა მტრის ობიექტებს. დადასტურდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 12 უბნის, ასევე მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემის განადგურება. სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დაბომბა სამეთაურო პუნქტები, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის რვა უბანი და საბრძოლო მასალის სამი საცავი", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, წინასწარი ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ანტრაციტის რკინიგზის სადგურის მიდამოში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "განადგურეს მტრის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც რკინიგზით იყო დატვირთული". მტრის დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება.