უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში 2022 წლიდან მეოთხედ ჩავიდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ხუთშაბათ საღამოს ფეისბუქზე დაწერა, რომ რუსეთში ჩავიდა. ეს მისი მეოთხე ვიზიტია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მოკლედ დაწერა: "ჩავედი მოსკოვში. აცივდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება კვლავ ყურადღების ცენტრშია."
რუსული მედიის ცნობით, სიიარტო მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ენერგეტიკის კვირეულში, ყოველწლიურ რუსულ ენერგეტიკულ ფორუმში და ასევე გამართავს მოლაპარაკებებს ენერგეტიკის საკითხებზე რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან.
2023 წლის ივნისში, უკანასკნელი ვიზიტის დროს მან მონაწილეობა მიიღო სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ენერგეტიკულ პანელში და გახდა ერთადერთი დასავლელი მაღალჩინოსანი, რომელსაც რუსეთში ჩავიდა.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ ბუდაპეშტი აგრძელებს და გააგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გამო.