ვალდაიში პუტინის რეზიდენციასთან საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსეს
ვალდაიში ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ რეზიდენციასთან საჰაერო-საზენიტო კომპლექსი, Панцир С1, ადრე იგივე ტიპის სისტემები მოსკოვის ცენტრში ადმინისტრაციული შენობების სახურავებზე განათავსეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტიკის პლატფორმა Aгентство ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ სოფელ იაშეროვოს მაცხოვრებელმა აცნობა. მათი თქმით რეზიდენციასთან საზენიტო კომპლექსი რამდენიმე კვირის წინ განათავსეს. თვითმხილველების თქმით, საზენიტო კომპელქსი საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზეა - კომპლექსს მუდმივად ემსახურება 3 ჯარისკაცი. კომპლექსის გვერდით განთავსებულია რადარები და რადიოლოკაციური მოწყობილობა.
სოფელ იაშეროვო ტბა უჟინის პირას მდებარეობს და ვლადიმირ პუტინის რეზიდენციის კომპლექსამდე დაახლოებით 6 კილომეტრი აშორებს. ამ სოფელთან ახლოს არ არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ობიექტები, მსხვილი საწარმოები ან სამხედრო ნაწილი.
აღნიშნულ საკითხზე დაკავშირებით კრემლსა და თავდაცვის სამინისტრო კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.