ვლადიმირ პუტინი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დაესწრება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დაესწრება. ის პირველი მსოფლიო ლიდერია, ვინც ეს დაადასტურა.
პუტინმა ეს ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ონლაინ-შეხვედრისას თქვა.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ზოგიერთი სახელმწიფო დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს.
მიზეზი ჩინეთის მიერ სინძიანის პროვინციაში მუსლიმი უიღურების უფლებების უხეში დარღვევაა. ჩინეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.
"ჩვენ ერთმანეთს მხარს ყოველთვის ვუჭერთ, როდესაც საქმე სპორტულ თანამშრომლებას ეხება, მათ შორის, ჩვენი ერთობლივი პოზიციაა, რომ სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის პოლიტიზება დაუშვებელია," - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამერიკამ, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ განაცხადეს, რომ მათი მთავრობების წარმომადგენლები ზამთრის თამაშებს არ დაესწრებიან, რომელიც თებერვალში იწყება. თუმცა, ამ ქვეყნების სპორტსმენები თამაშებზე გამოვლენ.