ვოლოდინი: აშშ-სთვის ჯობია ალიასკაზე იფიქრონ, შესაძლო მისი დაბრუნება მოგვინდეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ამბობს, რომ აშშ-მ მიიტაცა რუსეთის კუთვნილი რესურსები და ახლა მთელ მსოფლიოში მათ განკარგვას ცდილობს.
"აშშ-სთვის ჯობია ახსოვდეთ, რომ ალიასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. სანამ ისინი ჩვენთვის წართმეული რესურსების განკარგვას შეეცდებიან ურჩევნიათ ამაზე იფიქრონ, ჩვენ გვაქვს რაღაცები რისი დაბრუნებას შეიძლება მოგვინდეს",- განაცხადა ვოლოდინმა.
გასულ კვირას " რუსული მიწების დაბრუნების" კონტექსტში ახსენა ალიასკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
ალიასკის ტერიტორია აშშ რუსეთისგან იმპერატორ ალექსანდრე მეორეს დროს, 1967 წელს 7.2 მილიონ დოლარად გამოისყიდა. რუსეთის იმპერიამ ალიასკის გაყიდვიდან მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი კურსკი-კიევი, რიაზანი-კოზლოვსკი და მოსკოვი-რიაზანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის გამოიყენა.