WSJ: პოლონეთი უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს

პოლონეთის მთავარობა აქტიურად განიხილავს უკრაინის თხოვნას გერმანული წარმოების ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს

"ისინი მართლაც განიხილავს ნებისმიერი შეიარაღების გადაცემას უკრაინის დასახმარებლად",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ჩეხი მაღალჩინოსანი, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხებზე მუშაობს. 

როგორც ცნობილია გერმანული წარმოების Leopard-ებს გაცილებით უფრო გამძლე ჯავშანი აქვთ, ვიდრე იმ ჯავშანტექნიკას, რომელიც უკრაინამ უკვე მიიღო საფრანგეთისგან, გერმანიისგან და აშშ-სგან. 

პოლონეთის არმიის განკარგულებაში სხვადასხვა მოდიფიკაციის სულ 240 Leopard-ის ტიპის ტანკია. ვარშავაში დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი სლავომირ დუბსკი ამბობს, რომ პოლონეთის მიერ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად სწრაფად მიიღებს თავად პოლონეთი შეკვეთილ ჯავშანტექნიკას სამხრეთ კორეისგან და აშშ-სგან. 

ამასთანავე ტანკების გადასაცემად ვარშავას გერმანიის მთვარობის ნებართვა დაჭირდება. "ამ საკითხის არ დაესმის კითხვა თუ, კიევისთვის Leopard-ების გადაცემა დროის საკითხია",- თქვა დობსკიმ. 

ექსპერტის თქმით, ნელ-ნელა დგება მომენტი, როდესაც უკრაინისთვის მძიმე ჯავშანტექნიკის გადაცემაზე აქამდე არსებული ტაბუ რბილდება და ამის მიღწევას პოლონეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. 

კონტექსტი

სხვადასხვა მონაცემებით ომის დაწყებიდან ამ დრომდე პოლონეთმა უკრაინას საბჭოთა წარმოების 240 ტანკი გადასცა. 

თავის მხრივ უკრაინელები უკვე დიდი ხანია თხოვენ გერმანიის მთავრობას Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას. კანცლერი შოლცი ამ დრომდე აცხადებდა, რომ უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების გადაცემის საკითხში ინიციატივას არ აიღებდა და მხოლოდ კოალიციურ ფორმატში იმოქმებდა. 

ბოლო კვირების განმავლობაში ამ კუთხით შოლცზე ქვეყნის შიგნით არსებული წნეხიც მნიშვნელოვნად გაიზარდა - უკრაინისთვის ტანკების გადაცემის მოთხოვნით გამოვიდა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ამას დიდი ხანია ითხოვენ ოპოზიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატები და შოლცის კოალიციური პარტნიორები მწვანეებიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან. 

მსგავსი სიახლეები