ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევი "ბრძენთა კრების" ხელმძღვანელად დანიშნა

ყაზახეთის პერზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ქვეყნის ყოფილ მეთაურ ნურსულთან ნაზარბაევს შესთავაზა "ბრძენთა კრების" ხელმძღვანელი გახდეს. ამის შესახებ განცხადება ტოკაევმა აზიის ინტერაქციისა და თანამშრომლობის კონფერენციაზე, საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენთვის დიდი პატივია ბრძენთა კრების ხელმძღვანელად ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი წარმოგიდგინოთ", - თქვა ტოკაევმა.

"ბრძენთა კრება" ყაზახეთში 12 ოქტომბერს შეიქმნა. ეს საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, აკანა რახმეტულინას თქმით, სამინისტროს მნიშვნელოვან რჩევებს მისცემს სხვადასხვა საკითხებზე.

2010 წლიდან ნაზარბაევს "ნაციის ლიდერის" სტატუსი აქვს. გარდა ამისა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ის განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს - მას და მის ოჯახს სამართლებრივი იმუნიტეტი აქვთ.

ყაზახეთში პირველი პრეზიდენტის სახელი ჰქვია ქალაქს, აეროპორტებს, მუზეუმებს, ქუჩებს და სხვა ობიექტებს. ქვეყანაში ნაზარბაევს ძეგლებსაც უდგამენ.

 



 

მსგავსი სიახლეები