ყირიმზე ЗСУ-ს დარტყმის დაზიანებულია გემთსაშენი ქარხანა და 2 დიდი გემი

გასული ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული სარაკეტო შეტევისას სერიოზული დაზიანებები მიიღო სადესანტო გემმა და წყალქვეშა ნავმა. ხანძარი გაჩნდა გემთსაშენ საწარმოშიც. 

სევასტოპოლის პორტში აფეთქებების შესახებ პირველი ცნობები ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე გაისმა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტევა სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთსაშენ საწარმოზე "ათობით" ფრთოსანი რაკეტის საშუალებით განხორციელდა - საწარმო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მთავარი სარემონტო წერტილია. შოიგუს უწყების ცნობით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ უკრაინული საზღვაო დრონებიც.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, გემთსაშენ საწარმოში დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 20-ზე ჰოსპიტალიზებულია. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ არხის Shot-ის წყაროს ცნობით, დაზიანებულია დიდი სადესანტო გემი, "მინსკი" და დიზელ-ელექტრიკული წყალქვეშა ნავი "როსტოვი." ორივე გემი შეტევის დროს სარემონტო დოკში იდგა. 

სევასტოპოლში მდებარე აღნიშნულ ქარხანას 2022 წლის ნოემბერში ვლადიმირ პუტინი ესტუმრა - პუტინმა ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსს ადგილზე საზღვაო დრონების წარმოების ცენტრის შექმნა დაავალა. 

 

მსგავსი სიახლეები