ზალუჟნი: ოკუპანტებმა ზმეინი ფოსფორის ბომბებით დაბომბეს

1 ივლისს რუსმა დამპყრობლებმა ფოსფორის ბომბებით ავიაიერიში მიიტანეს შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე, რომელიც წინა დღეს დატოვეს. საჰაერო თავდასხმის ვიდეო ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა.

"რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა არც კი ემორჩილება საკუთარ განცხადებებს "კეთილი ნების ჟესტის" შესახებ. დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების წყვილმა Су-30-მა ბელბეკის აეროდრომიდან ორჯერ დაბომბა კუნძული ზმეინი ფოსფორის ბომბები, სადაც, სავარაუდოდ, "შეასრულეს დასახული ამოცანები", - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

"ყველა, ვინც საუბრობს რუსეთთან შეთანხმებებზე. უნდა იცოდეს ეს ფაქტები". - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, "ერთადერთი, რაშიც მტერი თანმიმდევრულია, არის დარტყმების მუდმივი "სიზუსტე".

"ყურადღება მიაქციეთ ვიდეოს", - წერს ის.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული კუნძული ზმეინი 30 ივნისს დატოვეს.

მსგავსი სიახლეები