ზალუჟნი: რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს, 41 ჩამოვაგდეთ
10 ოქტომბერს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა უკრაინისკენ 75 რაკეტა გაისროლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ფეისბუქზე განაცხადა.
"ტერორისტული ქვეყანა რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს მასიურ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს, დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დილით აგრესორმა უკვე გასროლა 75 რაკეტა, მათგან 41 განეიტრალებულია ჩვენი საჰაერო თავდაცვის მიერ", - წერს ის.
ზალუჟნიმ დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს მოქალაქეების დასაცავად.
"თუმცა, მტრის შეტევა გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, თავშესაფრებში გადადით!" - აღნიშნა მთავარსარდალმა.
10 ოქტომბერს დილით კიევი, ლვოვი, დნიპრო, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ხარკოვი და უკრაინის სხვა ქალაქები რუსეთმა მასიურად დაბომბა. ცნობილია, რომ დედაქალაქში სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა. სხვა ქალაქებიდან მსხვერპლის შესახებ მონაცემები ჯერ არ ვრცელდება.