ზელენსკი ხერსონის რეგიონში ოთხ სამხედრო ადმინისტრაციას ქმნის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა. მან No760/2022 ბრძანებულებას ხელი 9 ნოემბერს მოაწერა.
პრეზიდენტმა განკარგულებას "საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ" კანონის შესაბამისად მოაწერა ხელი.
მან დაადგინა:
- ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია;
- ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია;
- ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია;
- ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის კრესტოვსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, ხერსონის რეგიონულმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ, "სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ" უკრაინის კანონის მიხედვით მიიღოს ზომები, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირებასთან, რომელიც მითითებულია ამ განკარგულების პირველ მუხლში", - ნათქვამია დოკუმენტში.
კონტექსტი
9 ნოემბერს რუსეთის არმიის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა, ხერსონიდან რუსული ნაწილების გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა. სერგეი სუროვიკინის თქმით, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე დაბანაკებული დაჯგუფების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება შეუძლებელია.
საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქალაქ ხერსონიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.