ზელენსკი: მზად ვართ ნატოში წევრობის სანაცვლოდ ბელგოროდი დავთმოთ
უკრაინის პრეზიდენტი გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე უნდა წავიდეს.
"ტერიტორიების დათმობა? დიახ ჩვენ მზად ვართ დავთმოთ ბელგოროდი ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კონტექსტი
ვოლოდიმირ ზელენსკი სკანდინავიურ ქვეყნებს ესტუმრა - 19 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი შვედეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც დანიაში გაემგზავრა.
შვედეთში ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ქვეყნები დაიწყებენ შვედური თვითმავალი ჰაუბიცის ერთობლივ წარმოებას. გარდა ამისა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი პილოტები უკვე ატარებენ ტესტებს შვედური წარმოების Gripen-ის ტიპის თვითმფრინავებზე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დანიისგან F-16-ის ტიპის სულ 19 თვითმფრინავს მიიღებს. ამის შესახებ დანიის პრემიერმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა - მისი თქმით, თვითმფრინავების გადაცემა ეტაპობრივად მოხდება.
უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის გადაწყვეტილებაა დაადასტურა ნიდერლანდებმაც, ჯერჯერობით უცნობია თუ რა რაოდენობაზეა საუბარი.