ზელენსკი: ოქტომბრის დასაწყისიდან ხერსონში 500 კმ²-ზე მეტი ტერიტორია გავათავისუფლეთ

1 ოქტომბრიდან ხერსონის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან 500 კმ²-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ოქტომბერს განაცხადა, მისი გამოსვლა პრეზიდენტის აპარატის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენს წინსვლაზე ფრონტის ხაზზე. 1 ოქტომბრიდან მხოლოდ ხერსონის რაიონში, ნახევარ ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა რუსეთის ფსევდორეფერენდუმისგან", - განაცხადა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ წარმატებებია აღმოსავლეთის მიმართულებითაც.

"აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ წარმატებებზე ზაპოროჟიეს რეგიონში, იმ ადგილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ოკუპანტები. დადგება დღე, როდესაც ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ყირიმის განთავისუფლებაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები