ზელენსკი: რუსეთი მოლაპარაკებებზე საუბრობს, მაგრამ მობილიზაციას აცხადებს, მათ ომი უნდათ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე დებატების დროს ვიდეო ჩართვით რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა

"რაც შეეხება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს. რასაკვირველია, მოსკოვისგან მოლაპარაკებებზე სხვადასხვა სიტყვები გსმენიათ. ისინი თითქოს მზად არიან ამისთვის. მაგრამ: საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ აცხადებენ მობილიზაციას. საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ აცხადებენ ფსევდორეფერენდუმებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქედან რომელია სიმართლე? მობილიზაცია მართალია, ფსევდორეფერენდუმები მართალია. რუსეთს ომი უნდა - ეს მართალია. მაგრამ რუსეთი ვერ შეაჩერებს ისტორიის მსვლელობას. კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია. რუსეთს მოუწევს ამ ომის დასრულება. ომი მან დაიწყო", - თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები