ზელენსკიმ ნიდერლანდებს, აშშ-ს და ჩეხეთს 90 T-72-ისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს, შეერთებულ შტატებსა და ჩეხეთს "მნიშვნელოვანი და აუცილებელი" სამხედრო მხარდაჭერისთვის. ამის შესახევ მან Twitter-ზე განაცხადა.
"ჩვენ გულწრფელად მადლიერი ვართ ნიდერლანდების, შეერთებული შტატებისა და ჩეხეთის მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ საჭირო მხარდაჭერისთვის - 90 ტანკი T-72. უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ და სჭირდებათ ეს აღჭურვილობა. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების დახმარებას. ჩვენ ერთად ვდგავართ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
4 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც, სხვა შეიარაღებასთან ერთად 45 მოდერნიზებულ ტანკ T-72B-ს მოიცავს გაუმჯობესებული ოპტიკით, კომუნიკაციებითა და ჯავშნით.
პენტაგონმა განმარტა, რომ აშშ გადაიხდის 45 ჩეხური ტანკის შეკეთებასა და მოდერნიზაციის თანხას, ხოლო დარჩილი 45-ის - ნიდერლანდები.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ პირველი 26 ტანკი უკრაინას დეკემბრის ბოლომდე გადაეცემა, დანარჩენი - 2023 წელს.