ზელენსკიმ ტრამპს კითხვა დაუსვა: რას გააკეთებთ, თუ პუტინი არ გაჩერდება?
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დონალდ ტრამპის სიტყვებზე საპასუხოდ, რომ ის სწრაფად დაასრულებს უკრაინაში ომს, საპირისპირო კითხვა დასვა: რას გააკეთებს ტრამპი, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში, მედიის საერთაშორისო საბჭოსთან შეხვედრაზე ისაუბრა.
"დონალდ ტრამპმა თქვა: მე შემიძლია ომის შეჩერება, პუტინთან და ზელენსკისთან ერთად დავჯდები მოლაპარაკებების მაგიდასთან... მე არ მინახავს ეს ვიდეო, მაგრამ როგორც მივხვდი, იყო რაღაც კონფერენცია და თქვა, რომ თუ პუტინი არ გაჩერდება, მაშინ ის (ტრამპი - რედ.) უფრო მეტ იარაღს გადასცემს უკრაინას.
ტრამპმაც რომ არ დაგვიჭიროს მხარი, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ჩვენი ტერიტორიების დათმობას, მაშინ დონალდ ტრამპი შეწყვეტს ჩვენს დახმარებას და პუტინი, ვთქვათ, დაგვიპყრობს გარკვეული პერიოდის შემდეგ.
მაშინ საკითხავია, რას გააკეთებს ტრამპი ამის შემდეგ, თუ უკრაინის შემდეგ რუსეთი ნატოს ქვეყანას დაიპყრობს.
ანუ მან გადაწყვიტა, რომ თუ პუტინს უკრაინაში სრულად შესვლის უფლებას მისცემს, მაშინ გაჩერდება. მაგრამ პუტინი არ გაჩერდება. რას გააკეთებს დონალდ ტრამპი ამის შემდეგ? რადგან ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ევროპა დამარცხადა და დაკარგა ევროპაში ყველაზე დიდი და ძლიერი არმია, რადგან დაკარგა უკრაინა." - იკითხა ზელენსკიმ.
16 იანვარს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აიოვაში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში გამარჯვების შემდეგ პირობა დადო, რომ "ძალიან სწრაფად" შეცვლის ვითარებას უკრაინაში და დარწმუნებულია, რომ შეძლებს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების დიალოგამდე მიყვანას, რომლებსაც "კარგად იცნობს" დიალოგში.