ჟერარ დეპარდიე რუსეთში საპროდიუსერო ცენტრს ხურავს
ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე რუსეთში საპროდიუსერო ცენტრს ხურავს. გადაწყვეტილება პროექტების პაუზას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ТАСС დეპარდიეს მეგობარსა და პროდიუსერ არნო ფრილზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ეს სტრუქტურა შეიქმნა აუდიოვიზუალური პროექტების განვითარებისთვის. აქტიური მუშაობის გარეშე ეს სისტემა გამოუსადეგარია, რადგან ის ხარჯებს მოითხოვს, თუნდაც უმოქმედობის დროს. ახალი სტრუქტურა შეიძლება გაიხსნას, როდესაც კონკრეტული პროექტები გვექნება", - განაცხადა პროდიუსერმა. განცხადება.
ამავე დროს, ფრილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება "არანაირად არ არის დაკავშირებული" სიტუაციასთან, რომელიც შეიქმნა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო.
"რაც შეეხება ჟერარს, ის ჯერ კიდევ ძალიან მოტივირებულია მონაწილეობა მიიღოს პროექტებში რუსეთში", - დასძინა მან.
2013 წლის იანვარში დეპარდიემ რუსული პასპორტი სოჭში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის დროს მიიღო. დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა იმის გამო მოითხოვა, რომ არ ეთანხმებოდა საფრანგეთის მთავრობის გეგმებს ქვეყანაში 75%-იანი გადასახადის შემოღების შესახებ. მსახიობის გადაწყვეტილებამ საფრანგეთში ფართო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
Vanity Fair-თან ინტერვიუში დეპარდიემ თქვა, რომ მზად არის "მოკვდეს რუსეთისთვის".